Thursday, December 19, 2013

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება ასკანის ( თამარის ციხე)



პროექტის მთავარი იდეა:  მეტის ცოდნა საკუთარი კუთხისა და იქ არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ.

პროექტის აქტუალობა: საკუთარ კუთხეში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მათი ანალიზი და გამოყენება.

პროექტის მიზანი: მოსწავლემ მოიძიოს, მოიკვლიოს და შეისწავლოს საკუთარ კუთხეში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ არსებული ინფორმაცია. განუვითარდეს კვლევისა და ძიების უნარ-ჩვევები. ჩამოუყალიბდეს ჯგუფური მუშაობის უნარები, სხვათა აზრებისა თუ შეხედულებების პატივისცემა.



მოსწავლეთა ასაკი:  10/11 წელი.

ვადების ხანგრძლივობა: 1 კვირა

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას;  მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება ისტორიის საგნის მიმართ, ძიება, მოპოვებული ინფორმაციის რეალიზება. საინფორმაციო ელექტრონული პრეზენტაცია, ალბომის შექმნა.



პროექტისათვის საჭირო ძირითდი რესურსები; სახელმძღვანელო, კლასგარეშე ლიტერატურა, ინტერნეტი.

პროეტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

აქტივობა პირველი: კლასისათვის თემის გაცნობა, ვადების განსაზღვრა და ხელმძღვანელის არჩევა.

აქტივობა მეორ: სამუშაოს განაწილება ინტერესისა და შესაძლებლობების მიხედვით შემდეგ განყოფილებებში:  ისტორია,  გეოგრაფია, ეთნოგრაფია, ინტერნეტმასალები,  ნივთიერი მასალები.



აქტივობა მესამე: შეგროვებული მასალის გაცნობა და დახარისხება ცალკეულ ჯგუფებში.

აქტივობა მეოთხე: შეგროვებული მასალის გაცნობა და დახარისხება  მთლიან ჯგუფში

აქტივობა მეხუთე: პრეზენტაციისათვის საბოლოო სახის მიცემა მასწავლებლის მითითებების მიხედვით.

აქტივობა მეექვსე: პროექტის პრეზენტაცია.

ასკანის ციხე  გურიის ქვეყნის ალამუთია, მისი არწივთა საბუდარია, ძველი და მრავლისმეტყველი მოწამეა ამ მხარის წარსული დიდებისა თუ რბევა-აწიოკებისა.  
ასკანის ციხე  მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ასკანა-მთისპირის მიდამოებში, ბახვის წყლის შუა წელზე, სოფელ მთისპირის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კვიჩლაურის მთის სამხრეთ ფერდობზე. ზღვის დონიდან 450 მეტრზე.
    ვითარცა პატრონი თვალთშეუდგამი ციხისა - ასკანა საციხისთო ქვეყანას წარმოადგენდა. ციხეში იჯდა ამა ქვეყნის გამგებელი ციხისთვი, ანუ იგივე ერისთვთ-ერისთვი. იგი ამ ციხეზე დაყრდნობით მართავდა ასკანის მხარეს.
  ასკანის ციხე ჩრდილოეთის, სამხრეთისა და აღმოსავლეთს მხრიდან  მიუვალია. ციხესთნ მისვლა მხოლოდ დასავლეთის მხრიდანაა შესაძლებელი, თუმცა დასავლეთის , მისასვლელი გზა ერთობ რთული და წინააღმდეგობებითა აღსავსე.
   გზის მთელი მონაკვეთი გამაგრებულია ბუნებრივი კლდოვან-ქარაფოვანი ზღუდე-ჯებირებით, ალაგ ალაგ მთაში გაჭრილი საცალფეხო კლდე-კარებით, სადაც, ალაბათ, ძველ ასკანელთა ფარული საგუშაგო ჯიხურებიც უნდა ყოფილიყო აღმართული.
  ციხის გარე ზღუდისა და მისი დასავლეთის მიმართულებით, გამრჯე კალატოზების ხელით კირსილისაგან ნაგები 12 მეტრის სიმაღლი გოდოლ ბურჯია აღმართული რომლის უპირველესი სამშენებლო ფენა 2000 წლის წინა პერიოდით განისაზღვრება.
  შიდა ციხის დასავლეთი კედლის გასწვრივ, შეინიშნება ნაგებობის ნაშთი. ამ ნაშთების შესახებ არსებობს საინტერესო ცნობა, რომელიც პროფერსორ პ. კიღურაძისაგან მომდინარეობს; 1889 წელს გაზ „ივერიაში’ (N35) პროფესორი იუწყება:
„ციხის ეზოში არის პატარა ხელოვნურად აშენებული ეკლესია, სუფთა თლილი ქვისა და  წააგავს იმ ბაზილიკას, როგორსაც პირველ საუკუნეში აშენებდნენ ქრისტიანები’’
  მნახველის გაოცებას იწვევს ციხის ჩრდილო-დასავლეთით  კედლის მასიურობა და მისი აგების ოსტატობა. აქ ციხის კედლის სიმაღლე 10 მეტრს აწევს. ციხის კულმინაციას წარმოადგენს 10 მეტრის სიმაღლეზე  საკუთრივ კლდეზე მიბჯენილი მასიური კოშკი საიდანაც თვალი წვდება მთელ გურიაზე, მის გარემომცველ სამყაროს. აქვე მასიურ კლდოვან გრუნტებში აღმოკაფულია წყლის უზარმაზარი რეზერვუარები (სამი ერთეული). ასკანის ციხის შიდა ხედის ჩნახატები გაუკეთებია მ-19-ე საუკუნეში ფრანგ ფრედერიკ დიბუა დე მონპერეს. ციხის ცენტრალურ ნაწილში შეინიშნება ცხრა მეტრის სიმაღლის მონოლითი ე.წ სანადიმო ქვა.
  არსებობს ცნობები, რომ ასკანის ციხე გურიეთა საგანძურის საიდუმლო საცავს წარმოადგენდა. ასაევე განსაკუთრებით საინრერესოა ის ფაქტი რომც ციხეს ადგილობრივი მოსახლეობა თმარის ციხედაც მოიხსენიებს.
  ციხის აღმოსავლეთ კედელთან შეინიშნება ჩაღრმავებული ადგილი საიდაც ჭა უნდა ყოფილიყო და საიდანაც სავარაუდოდ იწყებოდა საიდუმლო გვირაბი რომელიც ბახვიწყლის ხეობასში გადიოდა.

აქტივობა მეშვიდე: პროექტის შეფასება

                                          პროექტის შეფასების განზოგადებული სქემა
მაქსიმალური ჯამური ქულის სამზე გაყოფით მოხდება მოგროვილი ქულების ათქულიან შეფასებაზე გადაყვანა

ელემენტარული
 1 ქულა
მისაღები
2 ქულა
ოსტატური
3 ქულა
მიზანი
ბუნდოვანია
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
კარგად გამოკვეთილი, მარტივად აღსაქმელი მიზანი
ორგანიზება
სუსტად ორგანიზებული,იდეებს სორის არ არის ლოგიკური ჯაჭვი
თანმიმდევრულობა გააზრებულია, იდეებს შორის ზოგი გადასვლა მარტივია, ზოგი გაუგებარი
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა იდეიდან იდეაზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
შინაარსის კორექტულობა
გვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
 მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომები
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
კვლევა
არაეფექტურადაა დაგეგმილი, წყაროები არასანდოა
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ გამოყენებულია შეზღუდული რაოდენობის წყაროები
კვლევა სწორადაა დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი ავტორიტეტული წყარო. ანალიზი სიღრმისეულია
თვალსაჩინოებები
არა არის ჯგუფის შექმნილი ან შეუსაბამოა
ჯგუფის შექმნილია, მაგრამ ერთფეროვანი
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
შემოქმედებითობა
მცირე შემოქმედებითობა
ზოგჯერ ჩანს ორიგინალური აზრები
ჩანს ჯგუფის ოროგინალობა და თავისებური ხედვა
კავშირები საგნებთან(განსაკუთრებით ისტ)
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში
არის მოსაზრებების კავშირი ერთ ან ორ საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნებიდან მიღებულ ცოდნასთან
დასკვნები
არ არის ჩამოყალიბებული
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატური, მაგრამ არ არის მკაფიო
დასკვნებში არის სიახლე, ლოგიკური კავშირი კვლევასთან და ჩამოყალიბებულია მკაფიოდ
პრეზენტაცია
პროექტის არსი არაეფექტურადაა წარმოჩენილი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა
პროექტის არსი ბუნდოვანია, თუმცა გამოყენებულია თვალსაჩინოებები, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, ძირითადი იდეები გაშლილია, გამოყენებულია თვალსაჩინოებები და პასუხობს ყველა შეკითხვას

საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ისტორია

 პროექტის ხელმძღვანელი: ბადრი ჯაველიძე

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: javelidzebadri@gmail.com


პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
javelidzebadri2.blogspot.com

1 comment:

  1. The Venetian - Casino & Hotel Maryland - KT Hub
    Experience The Venetian, 부천 출장마사지 a 익산 출장샵 luxurious resort, casino and hotel near 문경 출장샵 the Baltimore 경상남도 출장안마 International Airport, Maryland. Featuring a 210,000 전주 출장샵 square foot

    ReplyDelete