Tuesday, December 17, 2013

გაკვეთილის გეგმა, შეფასების სქემა და ელექტრონული პრეზენტაცია

გაკვეთილის გეგმა

მთავარი თემა
  გურია
საგანი/პედაგოგი
ისტორია/ბადრი ჯაველიძე
სწავლების საფეხური/კლასი
მე-5-ე კლასი/საფეხური პირველი
მოსწავლეთა პროფილი
18 მოსწავლე/განასაკუთრებული საჭიროების მქონე არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
ü  მოპოვებული ინფორმაციის ორგანზაციის ხარისხი.
ü  განხილული თემისა და პროცესების მიმართ  საკუთარი მოსაზრების დასაბუთება ისტორიული მასალების გამოყენება და რუკაზე მუშაობა

ü  პრეზენტაციით, დაგეგმილი ვადების დაცვა.

ü  ნამუშევვრის ორგანიზების ხარისხი. ჯგუფურ მუშაობაში შეტანილი წვლილით.
გაკვეთილის მიზანი /მისაღწევი შედეგები
ü  მოსწავლე ეცნობა გურიის ისტორიას შეისწავლის მეურნეობის დარგებს, რომელიც გურიაშია განვითარებული, ტრადიციევბს, ღირსშესანიშნაობებს, ეცნობა აქ არსებულ კურორტებს.
აზ.მეც.V-VI.22.  მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს საქართველოს მოსახლეობის კულტურათა მსგავსება-განსხვავებების გამოვლინებები და განიხილოს შესაბამისი მიზეზები.

აზ. მეც.V-VI.12. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს მხარე ბუნებრივი რესურსების მიხედვით და იმსჯელოს მათ მნიშვნელობაზე.
წინარე ცოდნა
ü  გურიის მეზობელი კუთხეები მათი ისტორია და დღევანდელობა.
შეფასების საგანი/ პროცედურები
ü  მოსწავლის შეფასება ხდება წინასწარ შერჩეული კრიტერიუმებითა და თვითსჰეფსების სქემით
გამოყენებული სასწავლო მასალა /რეს ურსი
სახელმძღვანელო: ჩვენი საქართველო, საქართველოს პოლიტიკური რუკა, ინტერნეტი.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
მისალმება/კლასის ორგანიზება _ 2 წთ.
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა
აქტივობა 1 - რუკასთან მუშაობა._ 5 წთ.
ü  მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები მოგზავრობენ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ და ჩერდებიან კუთხეზე, რომელიც მოიცავს ოზურგეთის ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონებს.  
აქტივობა 2 _ კითხვა პასუხი _ 6 წთ.
ვსვამ კითხვას:
ü  რომელ კუთხეზეა საუბარი?
კონტურულ რუკაზე აფერადებენ დასახლებულ პუნქტებს.
აქტივობა 3 _ ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება _ 3 წთ.

გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა 4 _ შემდეგ ეცნობიან ქვეთავს მოსახლეობა და გამოყოფენ გურულების განსაკუთრებულ თვისებებს (6 წთ)

აქტივობა 5 _ კითხულობენ წყარო ბ ზე და საჭიროებისამებრ მუშაობენ რუკაზე (10 წთ)
გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია
აქტივობა 6 _ სამუშაოს დასრულების შემდეგ წერილობით პასუხობენ მე-2-ე სავარჯიშოს (5 წთ)

აქტივობა 7 _  გურული სიმღერის მოსასმენად (3 წთ)
საშინაო დავალების მიცემა _ 2 წთ.
მოსწავლეთა შეფასება _ 2 წთ.



შეფასების სქემა

ქულები და კრიტერიუმები
ფრიადი 9-10
კარგი 7-8
საშუალო 4-6
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც  ჯგუფში მონაწილეობას.
ყოველთვის მონაწილეობს.
ხშირად მონაწილეობს.
თემის ორგანიზება
თემა კარგად არის ორგანიზებული: შესავალი აღძრავს ინტერეს, აქვს დასკვნა, რომელშიც შეჯამებულია თემის ძირითად ნაწილში განხილული არგუმენტები.
თემას აქვს ერთმანეთისგან კარგად გამიჯნული შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა; აბზაცები, როგორც წესი, გამოყოფილია.
თემა ორგანიზებლია, მაგრამ ხანდახან სცილდება საკითხს; ხანდახან აბზაცები არ არის გამოყოფილი.
შენობრივი მხარე
წინადადებები არის კარგად გამართული: თითქმის არ არის პუნქტუაციური შეცდომები; სიტყვები კარგად არის შერჩეული..
არის ზოგიერთი გრამატიკული შეცდომები; პუნქტუაცია არ არის ყოველთვის დაცული.
არის გრამატიკული შეცდომები; წინადადებები ზოგჯერ არ არის კარგად ცამართული.
სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით; კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას, მაშინაც კი, როცა არ ეთანხმება მას.
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავებას.

ელექტრონული პრეზენტაცია



No comments:

Post a Comment